მიმღები რეცეფციონისტი



 პროფესიული პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სასტუმროს მიმღები - რეცეფციონისტი, რომელსაც ეცოდინება სასტუმროს როგორც ერთიანი ორგანიზმის სტრუქტურა, სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა, სტუმრის მიღება, კონსულტირება და სათანადო მომსახურების გაწევა, სასტუმროს მიღება-განთავსების, დაჯავშნის და დასუფთავების სამსახურების მუშაობა და პროცედურები. პროფესია არის მომსახურებაზე ორიენტირებული და გულისხმობს სტუმრისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას. პროგრამა შეასწავლის ობიექტის რეკლამირების, მომხმარებელთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტუმარმასპინძლობის ეტიკეტს. პროგრამის მიზანია სტუდენტებს პროფესიისათვის საჭირო ცოდნის დაუფლებასთან ერთად სასტუმროს მიმღები - რეცეფციონისტისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოუმუშაოს. პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულს მუშაობა შეეძლება სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ობიექტებში: სასტუმრო ბრენდები, დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროები, სასტუმრო სახლები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, საკურორტო კომპლექსები, საკრუიზო გემები.
 კურსის ხანგრძლივობა მოიცავს თვე ნახევარს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
თარიღი: 7-09-2016, 13:11
0
1 058

მსგავსი სიახლეები


კომენტარის დამატება

reload, if the code cannot be seen

Top
Message Us